歌词
დეველოპერული კომპანიის ოფისში
შუადღის პირობაზე ძაან ცხელა
გვინდა წინასწარ მოგიხადოთ ბოდიში
დრო არ რჩება მეტი საკითხის გასამხელად
დეველოპერული კომპანიის ოფისში
რიგ გარეშე არაფერი არასდროს ხდება
ძირითადად დრო გადის იქ მოლოდინში
თუმცა კერძოდ არავის ეს არ ეხება
დეველოპერული კომპანიის ოფისში
დეველოპერული კომპანიის ოფისში
დეველოპერული კომპანიის ოფისში
ფანჯრებს მიღმა ხან და ხან ზამთარია
ბეჭედს ჩაგირტყავდით პოლისში
მთავარ კომპიუტერს რომ არ მოსვლოდა ავარია
დეველოპერული კომპანიის ოფისში
შანსის ალბათობაც ბევრად მაღალია
სურათს გადაგიღებდით პროფილში
თუმცა ბევრი რამე ჩვენთვისაც ახალია
დადგება მორიგი დღე
და ფეხზე უნდა ადგე
დრესკოდის მიხედვით
შეარჩევ გარდირობს
აზრები დაალაგე
ვითარება განაგე
წინასწარ მიხვდები
თუ რა დროს ვინ რას ფიქრობს
დადგება მორიგი დღე
თუ გინდა გაიღიმე
რეესტრის მიხედვით
შენ შემცვლელი არა გყავს
არავის არ სურდა
მიაჩნდათ აბსურდად
იქამდე მიხვედი
რომ კარგავ საკუთარ თავს
დადგება მორიგი დღე
დადგება მორიგი დღე
დადგება მორიგი დღე
დადგება მორიგი დღე