歌词
ყველაფერი კარგად იქნება
ისე როგორც არასდროს
ვითარება იქმნება
უკეთესი რა იყოს
ასი ას ლამაზები
ნარ ნაირი ფერები
გოგო რას ინაზები ?
და მოვალ მოგეფერები
განა ის რომ არ გინდა
განა ის რომ არ იცი
განათდება მთაწმინდა
და მალე მოვა მაისი
ყველაფერი კარგად იქნება
ისე როგორც არასდროს
ვითარება იქმნება
ჩვენ ვიქნებით უკვე შორს
ცხრა მთას იქით გავივლით
ცხრა ზღვასაც გადავცურავთ
ვინარნარებთ ლივ ლივით
და გიტარაზეც დაუკრავთ
სიყვარულით , ხალისით
იმას რასაც განიცდი
მალე მოვა მაისი
ცოტასაც თუ დაიცდი
ყველაფერი კარგად იქნება
ისე როგორც არასდროს
ვითარება იქმნება
ხელს დავუქნევთ ალბატროს
დავინახავთ ყველაფერს
თითით მოვაშორებთ მტვერს
როიალის კლავიშებს
და გული შენსკენ მანიშნებს
ყველაფერი ისევ იქნება
როგორც არსად არასდროს
ვითარება იქმნება
Help me darling , Help me SOS
ვითარება იქმნება , ვითარება იქმნება
ისე როგორც არასდროს
ერთს პლიუს ერთი
უდრის ორს