歌词
იქ სადაც არ დარჩა სინანულის კვალი
შენ უკვე იცდი რომ დადგება ხვალე
შენ უკვე იცი რა გრჩება ზურგს უკან
და რატომ არ გადაგდის ყელში ლუკმა
რატომ არ ხდება ისე როგორც გინდა
რაც შემდეგ აგრესიით გამოვლინდა
იცოცხლო იმისთვის რომ ყოველთვის მოკვდე
და შემწყნარებლობას წინასწარ ითხოვდე
შენ
შეცდომაში შედიხარ
ჯერ კიდევ ადრეა რადგან მანძილი
შენ ვერ გაიარე მოგერია ძილი
სიზმარში გამოჩნდა ისევ ის სახე
რომლის დანახვაც შენ გიქმნის საფრთხეს
კანის ზედაპირს გიკაწრავს ნემსი
ჩაძირულ გემების კვნესა გესმის
და რადგან არ იყო სხვა მეტი მიზეზი
შენ თვითონ დაისახე ეს გეზი
შენ
ნაბიჯს დგავ
შენ
შეცდომაში შედიხარ
და საკუთარ თავს აღარ გავხარ
მაგრამ მაინც
ესეთიც ვიღაცას უყვარხარ
ვიდრე არსებობს არჩევანი
რომლის აღქმაც
იქნება ყოველთვის გვიანი
ნაბიჯს დგავ
შენ
შეცდომაში შედიხარ